ავტორიზაციის შუალედური (3-წლიანი) თვითშეფასების ანგარიშზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სხდომა

02 ივლისი,2025

მიმდინარე წლის 2 ივლისს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ავტორიზაციის შუალედური (3-წლიანი) თვითშეფასების ანგარიშზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სხდომა.
სხდომას ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პროფესორი ანა იმნაძე; დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ზაქარია დოთიაშვილი; მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ბეჟან რომელაშვილი; პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და ხარისხის მართვის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი ნინო ორჯონიკიძე; იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ეკა თვაური; ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ლარისა გულიშვილი.
სხდომაზე დეტალურად განიხილეს ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის შეფასების სტანდარტების დაცვა და ინდიკატორების სრულყოფილად ასახვა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა