ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა კულტურულ-ლიტერატურულ პროცესებში

16 მაისი,2017

2017 წლის 16 მაისს, პროექტ "კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გააქტიურება შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში"-ს ფარგლებში, რომელიც ემსახურება საზღვრისპირა სოფლებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას კულტურულ-ლიტერატურულ პროცესებში.
პროექტის ფარგლებში ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი, ბატონი ამირან გომართელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ გელიტაშვილი და რექტორის აპარატის უფროსი, ქალბატონი მაია მელანაშვილი, რომლებმაც მოსწავლეებთან ისაუბრეს კულტურულ-ლიტერატურული მიმართულების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარი, რომელიც დათარიღებულია V-VI საუკუნეებით და შეხვედროდნენ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას.
გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს ჩაუტარა საგანმანათლებლო ტური, გააცნო ტაძრის ისტორია.
საგანმანათლებლო ტურის დასასრულს სტუდენტებმა და სტუმრებმა მიტროპოლიტ ისაიასთან ერთად დაათვალიერეს ნიქოზის მონასტერთან არსებული ხელოვნების სკოლა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა