ჩემპიონატი კრივში

25 აპრილი,2014

        2014 წლის 25 აპრილს გორის უნივერსიტეტის კრივის დარბაზში ჩატარდა ჩემპიონატი კრივში. შეჯიბრება ჩატარდა 5 წონით კატეგორიაში.

      70 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სწავლების პირველი წლის სტუდენტი კონსტანტინე ამაშუკელი და სპორტის სპეციალობის სწავლების პირველი წლის სტუდენტი თორნიკე ქრისტესიაშვილი. შეხვედრა  დამთავრდა თორნიკე ქრისტესიაშვილის გამარჯვებით. მას  ოქროს მედალი გადაეცა.

        80 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ   სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი ბექა ქორჩილავა  და გორის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სწავლების მეოთხე წლის  სტუდენტი ვანო ჯაბახიძე. გამარჯვება მოიპოვა  ბექა ქორჩილავამ და დაჯილდოვდა ოქროს მედლით.

       81 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს შეხვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის სწავლების  მესამე წლის სტუდენტი გიორგი  სამადალაშვილი და სამართალმცოდნეობის  სპეციალობის სწავლების პირველი წლის სტუდენტი გიორგი ჯანგველაძე. პირველი ადგილი და ოქროს მედალი   გიორგი ჯანგველაძემ მოიპოვა.

          83 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს შეხვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თადევოს ოგანესიანი და ბექარ კაპანაძე. ბექარ კაპანაძემ შეხვედრა მოიგო და  პირველი ადგილი დაიკავა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა