დისკუსია: „ქალები ხელისუფლებაში და ცვლილებებისკენ სწრაფვა“

17 მარტი,2014

2014 წლის 17 მარტს,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, დისკუსია: „ქალები ხელისუფლებაში და ცვლილებებისკენ სწრაფვა“, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ.

შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა ტოივო კლაარმა.

მოხსენებით გამოვიდნენ შავშვების რწმუნებული ქალბატონი მანანა თვაური, გორის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ეკა გიგაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ქალბატონი ფედერიკა  ფავი, ქალბატონი ლია ჩლაჩიძე-ასოციაცია „თანხმობა“, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი მავრა ოსულივანი, ქალბატონი მეგი ბიბილური - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ და გორის უნივერსიტეტის სტუდენტი-მირანდა კაჩლავაშვილი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა