გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპეციალური წარმომადგენელი გორის უნივერსიტეტში

20 მარტი,2014

2014 წლის 20 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპეციალური წარმომადგენელი, მისი აღმატებულება სიმონე უოლკენი და მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ნინო ქაჯაია. შეხვედრა გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დოქტორ გიორგი სოსიაშვილთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები და ასევე, იმსჯელეს მიმდინარე წლის ზაფხულში საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ერთობლივ ორგანიზების თაობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალბატონმა სიმონე უოლკენმა გამართა საჯარო ლექცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის საქმიანობა საქართველოში“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა