განხილვა გიორგი ხორბალაძის მონოგრაფიის

07 ივნისი,2017

2017 წლის 6 ივნისს ქართული ლიტერატურის მუზეუმის დარბაზში , ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობის“ რედაქციის ინიციატივით გაიმართა განხილვა გიორგი ხორბალაძის მონოგრაფიისა: ,,იების სევდა“ (გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები).
საღამო გახსნა ჟურნალ “ჩვენი მწერლობის” რედაქტორმა, ბატონმა როსტომ ჩხეიძემ, მოხსენება წაიკითხა ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ქალბატონმა თამარელა წოწორიამ.
განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პოეტები: ნინო ქუთათელაძე, დალილა ბედიანიძე, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები: ნანა კუცია, მარინე ტურავა, ნინო ვახანია, მარიამ მირესაშვილი, გორის უნივერსიტეტის ჟურნალის რედაქტორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, პროფესორები: მარინე ცერცვაძე, დავით ჩოჩიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი თამარ გელიტაშვილი.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს გიორგი ხორბალაძის მონოგრაფია, რომელიც დიდი ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ღირსეულ კვლევად შეაფასეს, ისაუბრეს მონოგრაფიის, როგორც მეცნიერულ, ასევე მხატვრულ მხარეებზე და აღნიშნეს რომ გიორგი ხორბალაძის წიგნის სახით ქართულ სამეცნიერო სივრცეს კიდევ ერთი ღირებული და საინტერესო ნაშრომი შეემატა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა