გორის სასწავლო უნივერსიტეტის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაცია ეწვია

23 სექტემბერი,2010

2010 წლის 23 სექტემბერს გორის სასწავლო უნივერსიტეტის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაცია ეწვია. სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი სოსიაშვილი (გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი), პერ ეკლუნდი (ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი), ჯეიმი მაკგოლდრიკი (გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი), მატი ლამპი (სურსათის უვნებლობის ექსპერტი, GRM international AB), ირინა ქურდაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე), ზურაბ არსოშვილი (პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში), არჩილ ნიკოლაძე (სუპერმარკეტ „გუდვილის“ მენეჯერი).
სტუმრებმა დაათვალიერეს რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ოთხი თვის წინ გორის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა, ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება და პროფესიული განათლების კურსების სტუდენტებისათვის პრაქტიკულ სასწავლებელს წარმოადგენს. სტუმრები გაეცნენ ტექნოლოგიურ პროცესებს და საწარმოს მიერ „ნებიერას“ სახელწოდებით გამოშვებული პროდუქცია (რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, ნადუღი, ყველის სხვადასხვა სახეობა) დააგემოვნეს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა