გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ჰორიზონტ ევროპის" საინფორმაციო დღე

10 მაისი,2023

2023 წლის 10 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა "ჰორიზონტ ევროპის" საინფორმაციო დღე.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და „ჰორიზონტ ევროპის“ ეროვნულ ოფისს გორის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო-საგრანტო ოფისის მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ: ნინო ინასარიძე - "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ეროვნული საკონტაქტო პირების კოორდინატორი, ლუკა ქემოკლიძე - "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და კოორდინატორი საპარტნიორო მიმართულებით, ნინო როდონაია - ეროვნული საკონტაქტო პირი, თეონა მაისურაძე - ეროვნული საკონტაქტო პირი, ელენე ჩერქეზია - ეროვნული საკონტაქტო პირი.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალური და დეტალური ინფორმაციით „ჰორიზონტი ევროპის“ ჩარჩო პროგრამასა და მასში მონაწილეობის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო-საგრანტო ოფისის „ჰორიზონტი ევროპის“ კოორდინატორი, გიორგი მღებრიშვილი.
პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის...

2025 წლის 25 აპრილს, ერასმუს+ პროგრამის ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მნიშვნელოვან ტრენინგს, რომელიც ეძღვნებოდა...

25 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

უნივერსიადა 2025 • მორიგი გამარჯვება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს!

2025 წლის 24 აპრილს, „უნივერსიადა 2025-ის“ ფარგლებში გამართულ სტუდენტურ ფუტსალის ჩემპიონატში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გორის სახელმწიფო...

24 აპრილი, 2025 სრულად ნახვა