ინოვაციების ლაბორატორიის გახსნა

23 სექტემბერი,2015

23 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის ინოვაციების ლაბორატორიის გახსნის შესახებ შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ლაბორატორიისთვის განსაზღვრული სივრცე მოინახულეს, ასევე განისაზღვრა მიმართულებები, რომლის სწავლებაც ლაბორატორიაში მოხდება.
ინოვაციების ლაბორატორია ახალგაზრდებს კერძო სექტორის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში გახსნილი ლაბორატორია სპეციალისტებს ვებ და მობილური პროგრამირების მიმართულებით მოამზადებს. სტუდენტები ასევე გაივლიან ტრენინგს ონლაინ დასაქმების პლატფორმაზე მუშაობის შესაძლებლობის შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა