ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო კვირეული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
14 მაისი,2026
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო კვირეულს. ამ თარიღთან დაკავშირებით, 14 მაისს უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედისა“ და თსუ-ის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი დოკუმენტური ფილმის, „ივანე ჯავახიშვილი 150“, ჩვენება (ფილმის ავტორია ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე).
კვირეული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გახსნა. მან ვრცლად ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის უდიდეს ღვაწლზე ქართული საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში.
ფილმის ჩვენებას გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.