ჟან მონეს კათედრის გახსნა

19 ოქტომბერი,2024

2024 წლის 13-19 ოქტომბერს, ევროკავშირში აღინიშნება ერასმუს+ დღეები. 18 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ახალი პროექტი - ჟან მონეს კათედრა.
გორის უნივერსიტეტი ჟან მონეს კათედრის პროექტის გამარჯვებულია. 2024 წელს, ჟან მონეს კათედრამ „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ (101172755 — EU-SJ) მიიღო დადებითი შეფასება ევროკავშირში და მოიპოვა ფინანსური მხარდაჭერა.
ჟან მონეს კათედრა ფოკუსირებული იქნება ეროპული სწავლებისა და კვლევების განვითარებაზე. ჟან მონეს კათედრის ავტორი და კოორდინატორია პროფ. ეკატერინე ქარდავა. ჟან მონეს კათედრის წევრები არიან: პროფ. მარიკა შერაზადიშვილი, პროფ. ციური დურული, ზურა ზურაბაშვილი, გიორგი მღებრიშვილი, ხატია ხაბაშვილი, პროფ. მონიკა ტომაჟევსკა.
ჟან მონეს კათედრა განხორციელდება 3 წლის განმავლობაში.
ჟან მონეს კათედრის ფარგლებში იქნება სწავლება შემდეგი მიმართულებით: ევროკავშირის სამართალი, ორგანიზაციული ქცევა, ლიდერობა, ევროკავშირის მოქალაქეობა, ევროკავშირის შრომის სამართალი, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სამოხელეო სამართალი, ევროკავშირის განათლების მენეჯმენტი, ევროკავშირის ახალგაზრდობის პოლიტიკა, ევროკავშირის კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა და შიდა ბაზარი.
ჟან მონეს კათედრის ფარგლებში გაძლიერდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართლის საბაკალავრო, სამართლის სამაგისტრო, საჯარო მმართველობის საბაკალავრო, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო და ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო პროგრამები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ...

08 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა