კონკურსი - საზოგადოებრივი მეცნიერებები დისტანციური სწავლებისას

16 ივნისი,2021

მიმდინარე წლის 16 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, პროფესორ მანანა მიჩიტაშვილის ინიციატივით, გაიმართა დაწყებითი საფეხურის სტუდენტთა მიერ შექმნილი სასწავლო საგანმანათლებლო რესურსების კონკურსი - საზოგადოებრივი მეცნიერებები დისტანციური სწავლებისას.
კონკურსი ჩატარდა 4 ნომინაციაში:

  • პრეზენტაციები;
  • ელექტრონული წიგნები/ფოტოალბომები;
  • მაკეტი, ბუკლეტი, პლაკატი/პოსტერი, ემბლემა, ფოტოკოლაჟი;
  • ბიზნეს გეგმა.

სტუდენთა მიერ შესრულებული სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები პასუხობდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. მომავალი მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები სათანადო დახმარებას გაუწევს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს შემოქმედებითი პროდუქტის და კომპლექსური დავალებების შესრულებაში.
კონკურსის შედეგები შეაჯამეს ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ და პედაგოგიკა-მეთოდიკის კათედრის გამგემ ნელი ჭამპურიძემ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა