კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

05 აგვისტო,2015

5 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია. რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს, რომლებსაც საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისათვის სიგელები გადაეცათ. ასევე, ფაკულტეტების წარდგინებით, გორის უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორს ელენე ხოჯევანიშვილს, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს დალი გოგინაშვილს, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორს კლარა ელჩიბეგაშვილს. კურსდამთავრებულებს ასევე მიესალმნენ და მომავალი წარმატებები უსურვეს ადმისნიტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, ფაკულტეტების დეკანებმა ქეთევან ბარბაქაძემ, დავით ჩოჩიშვილმა და ნუგზარ აბრამაშვილმა.
ღონისძიება დასრულდა ტრადიციული გონგით და ქუდების აყრით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა