ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (სეიმი) დელეგაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

15 თებერვალი,2024

მიმდინარე წლის 15 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (სეიმი) დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ქ-ნი აგიტე ზარინა სტურე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; ბ-ნი ნაურის პუნტულისი, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი; ქ-ნი ვიტა ბიჭერნიცი, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის მრჩეველი; ქ-ნი ლოლიტა ლენკევიცა - საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრებს დახვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ანა იმნაძე.
სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ოფიციალური შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და ლატვიის უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა სტუმრებს, ხოლო გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუმრებს საჩუქრად უსახსოვრა მისი ავტორობით გამოსული ორენოვანი მონოგრაფია „სამაჩაბლოს ისტორია“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა