ლექცია

18 მაისი,2018


18 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ინიციატივით, „სტუდენტური დღეები 2018“ ფარგლებში, გორის უნივერსიტეტს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. სტუმრებმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან ერთად ე.წ საზღვრისპირა სოფლები მოინახულეს, დაათვალიერეს სოფელ შინდისში არსებული გმირთა მემორიალი და ნიქოზის საკათედრო ტაძარი. სტუდენტებს უმასპინძლა და დალოცა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ. სტუმრებმა სოფელ არბოს წმინდა გიორგის ეკლესია და სოფელ დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარიც მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ დიცის ტაძრის ასომთავრული წარწერები გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მიერ არის აღმოჩენილი. გარდა ამისა, გიორგი სოსიაშვილმა ჩაატარა ლექცია ნიქოზის ეპარქიისა და დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ისტორიის შესახებ. დღის დასასრულს სტუმრები გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფესა და ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა