ლიტერატურული კონკურსი

22 ივნისი,2017

22 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „ჩემი ნაწარმოების“ გამარჯვებულებისა და მონაწილეების დაჯილდოება. პროექტში მონაწილეობა მიიღეს გორის და გორის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა. პროექტ „ჩემი ნაწარმოების“ ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ასევე ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. დაჯილდოვდნენ ასევე მონაწილე მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები. 
პირველი ადგილი დაიკავა მესამე საჯარო სკოლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ხატია სტეფანოვმა. მეორე ადგილზე გავიდა ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მილედი ბასილიძე, მესამე ადგილი კი ერგო მარიამ მასურაშვილს, შინდისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს.
პროეტი ხორციელდება გორის უნივერსიტეტის ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელები არიან ქალბატონები თამარ გელიტაშვილი და მაია მელანაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა