მადლობა

09 ივნისი,2017

გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მოღვაწე ქალბატონ მარიკა ლაფაური-ბურკს ქველმოქმედებისა და უანგაროდ გაღებული სიკეთისათვის. ქალბატონმა მარიკამ, პირადი ინიციატივით, გერმანიაში სამოგზაუროდ დაპატიჟა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი მთვარისა სადაღაშვილი. ქველმოქმედმა ქალბატონმა მთვარისას ერთკვირიანი ტურის დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და გორელი გოგონას პირადი მასპინძელიც თავად იქნება. მისი ასეთი საქციელი ნამდვილად მისაბაძია ყველა ქართველისათვის. მთვარისა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს და ასეთი კეთილშობილური ინიციატივა სასიკეთოდ განსაზღვრავს მის სამომავლო ცხოვრებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ მარიკა ლაფაური- ბურკს. ასევე, მადლობას ვუხდით ფილოლოგიის დოქტორს, ქალბატონ თამარ გელიტაშვილს შუამდგომლობისა და ყურადღებისთვის. Tamuna Gelitashvili Marika Lapauri-Burk

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა