მალტეპეს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის რიგით მე-7 კონგრესი

19 მარტი,2018

მიმდინარე წლის 15-16 მარტს ქალაქ სტამბულში, მალტეპეს უნივერსიტეტში გამართულ კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის რიგით მე-7 კონგრესის მუშაობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, მონაწილეობდა რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ზურაბაშვილი.
კონგრესის ფარგლებში, 16 მარტს გაიმართა ასოციაციის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმიმადგენლების შეხვედრა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ასოციაციის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დელეგაციებს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, გაიმართა მსჯელობა სამომავლო ურთიერთობებისა და მევლანას მობილობის პროგრამის ფარგლებში ერთობლივი განაცხადების მომზადების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა