მესამე საერთაშორისო კონფერენცია

02 ოქტომბერი,2010

2010 წლის 1-2 ოქტომბერს სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა მესამე საერთაშორისო კონფერენცია “განათლება და განვითარება”. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ნუგზარ ჩიტაია – საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი
მარინა მეტრეველი – საქართველოს პარლალმენტის დარგობრივი ეკონომიკის მთავარი სპეცილიასტი, პროფესორი, დოქტორი ლევან მიდოდაშვილი – სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ნინო ჭალაგანიძე - დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის რექტორი
მაია დარასელია – სსიპ სოხუმის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი
ერმილე მესხია – სსიპ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი
შოთა ქურდაძე – სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი
ვანო ჩხიკვაძე – მწერალი
კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს და მოხსენებები წაიკითხეს დასავლეთ უნგრეთის უნივერსიტეტის ბენედეკ ელეკის პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანმა გეორგი კატონამ და ამავე უნივერსიტეტის დოქტორმა, პროფესორმა ლაზლო ვარგამ.
საერთაშორისო კონფერენციის საზეიმო გახსნის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ ატენისა და უფლისციხის ისტორიულ ძეგლებს.
კონფერენციის მეორე დღეს მუშაობა წარიმართა შვიდ სექციაში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა