ნატოს დღეები გორის უნივერსიტეტში

04 აპრილი,2017

 

მიმდინარე წლის 4 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე ნატოს დღეები 2017.

სემინარზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა ვიქტორ დოლიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, ბატონმა კახა სამხარაძემ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.

სემინარის ფარგლებში ბატონმა ვიქტორ დოლიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა“. სემინარის დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა მოწვეული სტუმრების კითხვებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

ნატოს დღეები 10-11 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება. ნატოს დღეების ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან; ასევე, გაიმართება, კონფერენცია, სემინარი, გამოფენები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა. ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მეათე წელია იმართება.

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა