ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი უილიამ ლაჰიუ

10 აპრილი,2014

2014 წლის 10 აპრილს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი უილიამ ლაჰიუ, რომელმაც ნატოს კვირეულის ფარგლებში  გამართა საჯარო ლექცია/დისკუსია  ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

ბატონმა უილიამ ლაჰიუმ ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე და ასევე, განიხილა საქართველოში სამხედრო, პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორებში გატარებული რეფორმები.

ლექციის დასასრულს შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუმარმა უპასუხა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალისა და სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს და შეკითხვის ავტორები დააჯილდოვა სიმბოლური საჩუქრებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა