პოეზიისა და მუსიკის საღამო

14 თებერვალი,2018

14 თებერვალს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, პოეზიისა და მუსიკის საღამო გაიმართა. გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ ქართული ესტრადის მომღერალი, ბატონი ლაშა ღლონტი და მსახიობი, ლიტერატურული პრემია "საგურამოსა" და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატი, ბატონი მურმან ჯინორია. აღსანიშნავია რომ ყველასთვის საყვარელ ქართულ სიმღერებთან ერთად ლაშა ღლონტმა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა (კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი) „ პატარა ირმას“, პირველად გორის უნივერსიტეტში შეასრულა. ბატონმა მურმან ჯინორიამ წაიკითხა ლექსები გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, შოთა ნიშნიანიძის, მურმან ლებანიძისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედებიდან.
ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა