პრეზენტაცია

29 ივნისი,2017

მიმდინარე წლის 28 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ქართველი- ებრაელი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების (ისრაელი, აშშ) დელეგაცია ეწვია, სადაც გაიმართა წიგნის "ქართველ ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის" პრეზენტაცია. ნაშრომში თავმოყრილია ქართველი-ებრაელი პოეტების ნაწარმოებები. პროექტის ავტორი და წიგნის მთავარი რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შალვა წიწუაშვილი, ხოლო მასთან ერთად აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობდნენ: ბატონი გერშონ ბენ ორენი, ბატონი ნუგზარ ჯანაშვილი და ქალბატონი ნანა შაბათაშვილი-დავარი. წიგნი დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით გამოიცა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო რეჟისორ, ქალბატონ ნინო ყოლანდარიას ფილმის „არ დაგივიწყებ საქართველო“-ს ჩვენებას, რომელიც ეხება ქართველ-ებრაელთა ისტორიასა და ურთიერთობებს.
ღონისძიების დასასრულს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ქართველ-ებრაელთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა შალვა წიწუაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ისრაელს სახელმწიფოს შორის მყარი ურთიერთობის დამყარებას, რაც იქნება საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაგრძელების საწინდარი. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რამდენიმე საინტერესო ინიციატივა ქართულ-ებრაული ურთიერთობის განვითარების საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის გორის უნივერსიტეტში ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრის გახსნა და უნივერსიტეტის სტუდენტთა დახმარების ფონდის დაარსება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა