პროფესორ ალექსანდრე იაშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიება

22 დეკემბერი,2023

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა გორის უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე იაშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიება.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მიულოცა ბატონ ალექსანდრე იაშვილს საიუბილეო თარიღი, უსურვა ჯანმრთელობა და შემდგომი წარმატებები, ხაზი გაუსვა მის დამსახურებებს გორის უნივერსიტეტის წინაშე. მისალოცი სიტყვის დასასრულს, ბატონმა რექტორმა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებასა და წარმოჩინებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ალექსანდრე იაშვილი დააჯილდოვა გიორგი ხარაულის სახელობის მედლით და საპატიო სიგელით.
ალექსანდრე იაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მის მრავალწლიან მოღვაწეობას გორის უნივერსიტეტში, დაუღალავ შრომას და სტუდენტების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას.
მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; განთლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ. პროფესორებმა: ლაურა ელიაურმა, თინათინ იოსებიძემ, დავით ჩოჩიშვილმა, ლევან მიდოდაშვილმა, პაატა ქურდაძემ. ასისტენტ-პროფესორმა გიორგი მძინარაშვილმა, მოწვეულმა სპეციალისტმა ალექსანდრე გობირახაშვილმა. გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ მაზანაშვილმა, პოეტმა ჯემალ ინჯიამ და იუბილარის მეგობარმა ჯემალ ძიძიგურმა.
საიუბილეო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები: გვანცა და სალომე გვიმრაძეები, ანა ჩადუნელი, ნინო ბეგლარაშვილი.
ღონისძიებას უძღვებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტები: ნია შატაკიშვილი და ჯული როსტომაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა