პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექცია

25 იანვარი,2024

მიმდინარე წლის 25 იანვარს, ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექციების ციკლიდან მორიგი ლექცია და ახალი წიგნების პრეზენტაცია.
ღონისძიება გახსნა და მოდერატორობა გაუწია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც ავტორის ლიტერატურული მოღვაწეობის ირგვლივ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.
სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: კახა კვაშილავა, ოთარ ჯანელიძე, მარინა ცერცვაძე. პოეტი ჯემალ ინჯია.
ისტორიკოსმა, მწერალმა და პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ოკუპირებული ქსნის ხეობა და წმინდა მიწა". აღნიშნული საკითხი წარმოდგენილია ისტორიკოსის ახალი მონოგრაფიიდან, ,,შიდა ქართლის ისტორიის უცნობი ფურცლები".
პრეზენტაციაზე ასევე განხილული იყო გიორგი სოსიაშვილის ახალი პროზაული კრებული ,,შეპყრობილი".
ღონისძიებას ესწრებოდა გორის საზოგადოება, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქალაქის ახალგაზრდობა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა