პროფესორ მურად მთვარელიძის 70 წლის საიუბილეო ღონისძიება

25 დეკემბერი,2023

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა გორის უნივერსიტეტის პროფესორ მურად მთვარელიძის 70 წლის საიუბილეო ღონისძიება.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მიულოცა ბატონ მურად მთვარელიძეს საიუბილეო თარიღი, უსურვა ჯანმრთელობა და შემდგომი წარმატებები, ისაუბრა მისი შემოქმედებისა და მხატვრული მოღვაწეობის მთავარ ასპექტებზე, მის დამსახურებებზე გორის უნივერსიტეტის წინაშე. მისალოცი სიტყვის დასასრულს, ბატონმა რექტორმა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებასა და წარმოჩინებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მურად მთვარელიძე დააჯილდოვა გიორგი ხარაულის სახელობის მედლით და საპატიო სიგელით.
მურად მთვარელიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა იუბილარის მრავალმხრივ ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი შემოქმედების ჟანრობრივ მრავალფეროვნებას და თავდაუზოგავ შრომას ხაშურისა და გორის როგორც აკადემიურ, ასევე საზოგადოებრივ ფლანგზე.
მისალოცი სიტყვები წარმოსთქვეს: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ. პროფესორებმა: მარიამ კობერიძემ, მარინა ცერცვაძემ, თამილა გოგოლაძემ. მოწვეულმა სპეციალისტმა თამარ სიდამონიძემ, გორის უნივერსიტეტის ბიბიოთეკის უფროსმა სპეციალისტმა, მანანა ასლანიშვილმა. პოეტებმა: ეკა ბაქრაძემ და მაგული ტერმაკოზაშვილმა.
საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხაშურის ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფისა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ლიტერატურული კომპოზიციები.
საიუბილეო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები: თიკო ხუციშვილი, ნინო მექვაბიძე, ნუცა ბირთველიშვილი. ღონისძიებას უძღვებოდნენ: ნია შატაკიშვილი და ჯული როსტომაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა