პროფესორ ნოდარ მირაზანაშვილის საჯარო ლექცია

11 მაისი,2023

მიმდინარე წლის 11 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში, პროფესორმა ნოდარ მირაზანაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: “ბავშვთა უფლებები საერთაშორისო დოკუმენტებსა და საქართველოს კანონმდებლობაში“.
ლექციას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის მასწავლებლები, რომლებმაც 2022 წელს ბავშვთა უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „ინკლუზიური განათლება“ გაიარეს.
გაეროს ბავშთა ფონდის მხარადჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს დაფუძნდა ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი, სადაც ხორციელდება ტრენინგ-მოდულები შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული პერსონალი უძღვება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი ასევე დაარსდა ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, ასევე, მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მწერალ გიორგი სოსიაშვილის...

მიმდინარე წლის 29 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფის გასვლითი პროექტის ფარგლებში, გაიმართა მორიგი...

29 მაისი, 2023 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გორში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები...

26 მაისი, 2023 სრულად ნახვა