რიგით მე-7 კონგრესი

19 მარტი,2018

მიმდინარე წლის 15-16 მარტს ქალაქ სტამბულში, მალტეპეს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის რიგით მე-7 კონგრესი. კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და არსებული მდგომარეობით უკვე ორმოცამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს. კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის კონგრესში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, მონაწილეობდა რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ზურაბაშვილი.
კონგრესის ფარგლებში, 15 მარტს გაიმართა ასოციაციის წევრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრა. საჯარო გამოსვლაში პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობას კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციაში, გამოითქვა მზაობა ასოციაციის სხვადასხვა პროექტებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად და განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა