საჯარო ლექცია

14 მარტი,2017

2017 წლის 14 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია, ციკლიდან ,,ქართული ფენომენი“, ჩაატარა ცნობილმა მწერალმა და პუბლიცისტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა რევაზ მიშველაძემ.
ლექციას ესწრებოდნენ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ბატონი იოსებ ალიმბარაშვილი, ქართული ლიტერატურისა და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები, ქალბატონები: მარინე ცერცვაძე და მარიამ კობერიძე, ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ,,ქართული ფენომენის“, როგორც განსაკუთრებული მოვლენის, მისი გენეტიკური და ანთროპოლოგიური ნიშან-თვისებებისა და თავისებურებათა შესახებ, ვრცელ ქრონოლოგიურ ჭრილში განიხილა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან ამ მოვლენის გამოვლენის ფაქტები, როგორ აისახებოდა და აისახება ეს პროცესი ქართულ ლიტერატურაში, მოიყვანა არაერთი მაგალითი ,,ვეფხისტყაოსნიდან“, თანამედროვე ქართველ მწერალთა, მათ შორის, საკუთარი შემოქმედებიდან.
შეხვედრის დასასრულს, პასუხი გაეცა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა