საჯარო ლექცია

16 აპრილი,2018

2018 წლის 16 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის, 1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ მოვლენათა გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, განმარტა და შეაფასა მათი მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ერის ცნობიერების გამოღვიძებისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით. წარმოადგინა მოვლენების ამსახველი მდიდარი ფოტო და დოკუმენტური მასალა.
ლექციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვაჟა ჩოჩია.
მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით შეირჩა მომდევნო საჯარო ლექციის თემა და დრო.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა