საჯარო ლექცია

01 მაისი,2018

30 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა,ბატონმა ელდარ მამისთვალიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ,,თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა მე-12 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-13 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოს აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე. თამარისა და ლაშა გიორგის ურთიერთობებზე ჯვაროსნებთან, ეგვიპტის სულთან სალაჰ-ად-დინსა და სხვა მეზობლებთან, შეეხო საქართველოს დიდი მეფის ცხოვრების საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებსა და ფაქტებს, სათანადო არგუმენტებით განიხილა თამარის გარდაცვალების თარიღი და მისი უკანასკნელი განსასვენებლის ადგილმდებარეობის საკითხი. დამსწრე საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით შეირჩა მომდევნო საჯარო ლექციის თემა:,,გეორგევსკის ტრაქტატი და მისი როლი“, რომელიც ჩატარდება 7 მაისს, 15:00 საათზე. მომხსენებელი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა