საჯარო ლექცია

30 დეკემბერი,2023

30 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ პოლონეთის ბრძოლა თავისუფლებისთვის, პარალელები საქართველოსთან და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა“.
ლექციას უძღვებოდა საქართველოში პოლონეთის ვიცეკონსული, ბატონი კამილ გრონოვსკი. შეხვედრის მთავრი თემა იყო ვიალკოპოლსკის აჯანყება, რომელიც 1918 წლის 27 დეკემბერს დაიწყო. ეს იყო პირველი და ერთადერთი აჯანყება, რომელიც პოლონელების გამარჯვებით დამთავრდა და პოლონეთის დანაწევრებული ტერიტორიები გაერთიანდა ერთ სახელწიფოდ.
შეხვედრის დასასრულს ბატონ კამილ გრონოვსკის ინიციატივით, გორის უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა თბილისის პოლონური ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნები და პუბლიკაციები, რომელთა შორისაა როგორც მხატვრული ლიტერატურა, ისე სამეცნიერო ნაშრომები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა