საერთაშორისო კონფერენცია ბაქოში

21 ოქტომბერი,2010

ა/წ 21-23 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქის ბაქოს სლავისტიკის უნივერსიტეტში ჩატარდა რიგით IV საერთაშორისო კონფერენცია ლიტერატურათმცოდნეობაში, რომელზეც წარმოდგენილი იყო 60 მოხსენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა (არბეთის გაერთიანებული ემირატი, თურქეთი, შვედეთი, ავსტრალია, ბულგარეთი, ჩეხეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო). მუშაობდა ხუთი სექცია. ბოლო დღეს გაიმართა მასტერკლასები ბაქოს სლავისტიკის უნივერსიტეტში, იდეათა გაცვლა და დისკუსიები.
საქართველოდან კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოთხი მოხსენება. აქედან ერთი შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტიდან, ორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ერთი გორის სასწავლო უნივერსიტეტიდან. ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ გოგოლაძემ კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება „ლეილისა და მაჯნუნის არაბული სიუჟეტის ინტერპრეტაცია თეიმურაზ I „ლეილმაჯნუნიანში“.
კონფერენციის დასასრულს მეცნიერებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა