სამეცნიერო კონფერენცია

31 ოქტომბერი,2024

2024 წლის 31 ოქტომბერს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
 კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, რომელიც მიესალმა და წარმატებები უსურვა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს. კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
 კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 109 ავტორის/თანაავტორის 74 მოხსენება შემდეგ სექციებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა და ლიტერატურა;
  • ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია);
  • ბუნებისმეტყველება;
  • მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • სპორტი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 19 გუნდი.

06 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა

რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა ჯგუფხელებთან

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა.

05 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა