სამეცნიერო კონფერენციის სექციური სხდომა

16 მაისი,2018

16 მაისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის სექციური სხდომა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეხვედრა გახსნა, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ: გორის უნივერსიტეტის პროფესორი, იოსებ ალიმბარაშვილი; სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, კახა კვაშილავა; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ გურული.
კონფერენციას ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.
შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა