სასწავლო პროცესის განახლება

21 სექტემბერი,2015

21 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში განახლდა სასწავლო პროცესი. საზეიმო ცერემონიალზე შეკრებილ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმნენ და  წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გასული სასწავლო წლის მთავარი მიღწევების და 2015-2016 სასწავლო წელს დაგეგმილი სიახლეების შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ხორბალაძემ, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დავით ჩოჩიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა ბატომა ნუგზარ აბრამიშვილმა, ფუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ქეთევან ბარბაქაძემ, პროფესორმა ელდარ მამისთვალაშვილმა. მიმდინარე წელს, გორის უნივერსიტეტში, აშშ საელჩოს პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის მიმართულებით იმუშავებს ვაშინგტონის, მერილენდის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგი, ქალბატონი მელანი ბეიქერი, რომელმაც მიმართა სტუდენტებს და უსურვა წარმატებები. შეხვედრის დასასრულს, ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე მიულოცეს სტუდენტებმა: მარიამ შატაკიშვილმა, სოფიო მეზვრიშვილმა და რუსუდან დალაქიშვილმა.    

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა