სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლებისთვის“

13 აპრილი,2018

13 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მიმართულებით წარმოადგინეს ნაშრომები. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სკოლების ჩართულობის მნიშვნელობაზე და კონფერენციის მონაწილეებს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ბატონმა იოსებ ალიმბარაშვილმა. პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა, სულ წარმოდგენილი იყო 37 ნაშრომი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა