სახელმწიფო საგრანტო კონკურსი

25 მარტი,2024

მიმდინარე წლის 25 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2023 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსში: „მეცნიერება იწყება სკოლიდან---კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, გორის უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტის „ანტიბიოტიკების, პესტიციდების და მძიმე მეტალების ზეგავლენა თაფლის ხარისხზე შიდა ქართლში“ (პროექტის შიფრი SCR-23-111) დახურვა.

პროექტში ჩართული იყო გორის მუნიციპალიტეტის კარალეთი #1, ქვემო სობისის, ბერშუეთის, ქვეშის და სვენეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. მატერიალურ ბაზად (კაბინეტ ლაბორატორიები) გამოყენებული იყო გორის სახელმწიფო უნივერიტეტი.

პროექტი ფარავს გარემოს მდგრადი განვითარების 2, 3 4 და 15 მიზნებს და ეხება მეტად აქტუალურ თემას, თაფლის ეკოლოგიურ დაბინძურებას და ამ მიმართებით მოსწავლეების და ზოგადად მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებას.

პროექტის ხელმძღვანელი : გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე, თანახელმძღვანელი: კარალეთის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნელი ნაოჭაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა