შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლებთან
23 დეკემბერი,2023მიმდინარე წლის 23 დეკემბერს შედგა აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატის დანიშვნის მიზნით რექტორის სათანადო ბრძანებით შექმნილი კომისიის წევრების შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლებთან. განიხილეს დანამატის დანიშვნის თაობაზე უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციის მოთხოვნები და სათანადო განაცხადის სწორად შედგენისა და წარდგენის საკითხები. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო კომისიის წევრების პასუხებს დამსწრეთა შეკითხვებზე.