შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის
15 სექტემბერი,202515 სექტემბერს აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში ქართული ენის სპეციალური კურსის ჩართვის თაობაზე. შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამებში სათანადო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. ღონისძიების ბოლო ნაწილი ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმატში. პასუხი გაეცა შეხვედრის მონაწილეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.