შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

24 იანვარი,2024

მიმდინარე წლის 24 იანვარს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდღე მღებრიშვილი შეხვდა გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. შეხვედრაზე განიხილეს კურსდამთავრებულების უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ მიმდინარე ეტაპზე კურსდამთავრებულთა მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამების და, ზოგადად, უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით კვერნაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა