შეხვედრა პრეზიდენტთან

24 მარტი,2017

24 მარტს გორის უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში, შეხვდა.
პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.
ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ.
პრეზიდენტმა ისაუბრა კონსტიტუციის მნიშვნელობასა და მასში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა