შეხვედრა პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში

24 აპრილი,2024

მიმდინარე წლის 24 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სტუმრობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცე პოლკოვნიკი მამუკა მესხი და სამხედრო მოსამსახურეები.
სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი მეტად საჭირო და დროულია.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სტუდენტებთან მიმართვისას ისაუბრა თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებებისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სიახლეებზე.
შეხვედრის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ტერიტორიული რეზერვის პროგრამით.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სამსახსოვრო საჩუქრები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა