შეხვედრა სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებთან

16 აპრილი,2014

2014 წლის 16 აპრილს, შიდა ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებთან. შეხვედრა წარიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

შეხვედრა ატარებდა საინფორმაციო ხასიათს, რომელიც შეეხებოდა როგორც იურიდიული დახმარების სამსახურს, მის ფუნქციონირებას ზოგადად, ისე იურიდიული დახმარების სამსახურში, მათ შორის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში დანერგილ და მიმდინარე პროექტს იურიდიული კლინიკის შესახებ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებადი სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის დებულების ცალკეულ პუნქტებს, რომელიც განსაზღვრავს იურიდიულ კლინიკაში სტაჟირების წესსა და საფუძვლებს, თუ ვის და რა ვადით აქვს უფლება გაიარაოს სტაჟირება, რა საქმიანობის განხორციელება მოუწევს სტუდენტს სტაჟირებისას და ზოგადად რა მიზნებს ემსახურება იურიდიული კლინიკის პროექტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში არსებული იურიდიული კლინიკის მიმდინარე პროექტის სტაჟიორები, რომლებიც არიან სამართალმცოდნეობის IVკურსის სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა