შეხვედრა

23 მაისი,2017

23 მაისს გორის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია დელეგაცია უკრაინის რესპუბლიკის, ქალაქ მელიტოპოლიდან. დელეგაციის წევრებმა: მელიტოპოლის ვიცე-მერმა, ქალბატონმა, სვეტლანა ბოიკომ, ქალაქ მელიტოპოლის საკრებულოს წევრმა ბატონმა პაველ ტიმოფეევმა და ქალაქ მელიტოპოლის „ქართულ-უკრაინული მეგობრობის“ საზოგადოების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ოლგა დეკანოიძემ შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლევან მიდოდაშვილთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განათლების, ინოვაციების და კულტურის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ხაზი გაუსვეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობის მნიშვნელობას და დაგეგმეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა