შეხვედრა

08 აგვისტო,2017

8 აგვისტოს გორის უნივერსიტეტში, ასოციაცია "ნაკვალევის" ინიციატივით, "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შიდა ქართლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შესახვედრად ღონისძიებას ეწვია ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი მეუღლესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბატონი დავით ონიაშილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი მიმდინარეობდა 10 თვის მანძილზე და მასში ჩართული იყო გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16-23 წლის 20 ახალგაზრდა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებით არიან დაინტერესებულნი. ახალგაზრდები ეცნობოდნენ დიპლომატიასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოში აკრედიტირებული ელჩებისგან და საერთაშორისო დონის ტრენერ-ფასილიტატორებისგან. დასკვნით შეხვედრას კი გაუძღვა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი, რამაც სტუდენტებსა და ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა