შეხვედრა

02 მაისი,2018

2018 წლის 1 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა დასაქმების სააგენტო HR-ის კომერციულ დირექტორ, ქალბატონ ეთერ ლეშჩინსკაიასთან.
შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე წლის ივნისში გასამართ დასაქმების ფორუმში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჩართულობაზე და ასევე, დაიგეგმა გორის უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის გამართვა, რათა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ სრული ინფორმაცია ფორუმში მონაწილეობის პრინციპებსა და შესაძლებლობებს შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დასაქმების სააგენტო HR-ის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი გაიმართება 2018 წლის 8 ივნისს ქალაქ თბილისში, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია საბანკო/საფინანსო/სამედიცინო/ ტურიზმის და სხვა სფეროებიდან.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა