სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
12 თებერვალი,20142014 წლის 12 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიორგი სოსიაშვილმა. მუშაობა წარიმართა შვიდ სექციაში: განათლება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესი და მართვა, სოციალური მეცნიერებანი და სამართალი, ლინგვისტიკა, ლიტერატურა, ისტორია. კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სიგელებით, მოხსენებები დაიბეჭდება კრებულში.