სტუდენტთა შემოქმედებითი ცხოვრება

21 თებერვალი,2018

გორის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტთა შემოქმედებითი ცხოვრება. სტუდენტებისთვის უფასოდ ფუნქციონირებს სხვადასხვა შემოქმედებითი წრეები და სპორტული კლუბები.
გორის უნივერსიტეტის მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს სტუდენტებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა.
ასეთი სტუდენტებისთვის, რომლებსაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, უნივერსიტეტმა მოაწყო ზამთრის ბანაკი 2018, დაბა ბაკურიანში, რომელიც მიმდინარეობდა 18 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით. ბანაკში გაერთიანებული იყო ესტრადის, მუსიკალური ბენდის, ქართული ხალური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სტუდენტური თეატრი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, ასევე სტუდენტ ფოტოგრაფთა კლუბი. ჯამში ზამთრის ბანაკი 2018-ში მონაწილეობა მიიღო 40-მდე სტუდენტი.
ბანაკის მიმდინარეობისას სტუდენტები სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით იყვნენ დაკავებულები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა