სტუდენტური ფესტივალი 2026
11 მაისი,2026სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში გამართულ კლდეზე ცოცვის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლუკა გვარაძემ, რომელმაც შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონატი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა და მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები, გამძლეობა და პროფესიონალიზმი წარმოაჩინეს. ლუკა გვარაძემ ღირსეულად წარადგინა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ წარმატებას!
,,სტუდფესტი 2026’’ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.